02:06 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-02 17:59:06, 1399 ნახვა

მსოფლიო
The Wall Street Journal - ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ყოფილი ავღანელი სამხედროები „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდნენ

ავღანეთში, შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილი სადაზვერვო სამსახურის და ელიტარული სამხედრო ნაწილების ზოგიერთი ყოფილი წევრი „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა- ამის შესახებ ინფორმაციას „The Wall Street Journal“- ი ავრცელებს.

მათი ცნობით, „თალიბანის“  ლიდერების, ავღანეთის რესპუბლიკის უშიშროების ყოფილი ოფიციალური პირების თქმით, იმ ადამინების რაოდნეობა  ვინც ტერორისტულ ჯგუფს შეუერთდა, შედარებით მცირეა, მაგრამ იზრდება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალწვეულებმა „ისლამურ სახელმწიფოს“ შესაძლოა შესძინონ ის გამოცდილება, რომელსაც ამერიკული ძალები წლების განმავლობაში აძლევდნენ მათ, მაგალითად, დაზვერვისა და ომის ტექნიკაში, რაც პოტენციურად აძლიერებს ექსტრემისტული ორგანიზაციის უნარს, დაუპირისპირდეს „თალიბანს“.

 მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ISIS-K-ში გაწევრიანდა გარდეზში, სამხრეთ პაკტიას პროვინციის დედაქალაქში მყოფი იარაღის საწყობის მეთაური, რომელიც თალიბებმა გასულ კვირაში, შეტაკების დროს მოკლეს.

ყოფილი ოფიციალური პირის „The Wall Street Journal“-სთან ამბობს, რომ დაჯგუფებაში გაწევრიანდა მისი რამდენიმე ნაცნობი, რომლებიც სამხედროები და დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ. თალიბანის მთავრობამ მათი სახლები გაჩხრიკა და ამ პირებს ჩაბარება მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ძალებმა აღანეთი ამ წლის 31 აგვისტოს სრულად დატოვეს, რის შემდეგაც ძალაუფლება „თალიბანის“ ხელში გადავიდა. მათ 7 სექტემბერს დაამტკიცეს მთავრობა.

„თალიბანის“ მმართველობას მოჰყვა არაერთი მსხვერპლი, მათ შორის დააკავეს ის ადამიანები, რომელბიც დაჯგუფების მმართველობის პირობებში უფლება შეზღუდულები დარჩნენ, მათ აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა ავღანეთის მტავრობის მომხრე ჯგუფები, რომლებიც პრეზიდენტის გაქცევის შემდეგ პარტიზანულ დაჯგუფეფებად ჩამოყალიბდნენ.

„თალიბანს“ აქტიურად უპირისპირდება ექსტრმეისტული ორგანიზაცია „ისალამური სახელმწიფო“, რომელმაც არაერთი აფეთქება მოახდინა ქვეყანაში,მეჩეთებსა და საავადმყოფოებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics