11:51 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-01 11:52:22, 649 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - ვაპირებთ სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები და რადას დეპუტატი, ლიზა იასკო მივიდნენ. 

შესვლამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ საქართველოში სამართლის სისტემა მოშლილია და გეგმავენ, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ. 

"შიმშილობა არის ისეთ ფაზაში შესული, რომ ყოველ დღეს და მოქმედებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება სამართლებრივ გზებს, ჩვენ მათ ვიყენებთ, მაგრამ საქართველოში სამართლის სისტემა მოშლილია. აქედან გამომდინარე, ადგილზე სამართლის პოვნა არის ძალიან რთული. რაც შეეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს, ვაპირებთ, რომ ყველა შესაძლო გზა გამოვიყენოთ მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გზა". - ამბობს ბასილაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ შიმშილობა დაიწყო და  შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. ის 32-ე დღეა შიმშილობს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს
პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, მეორის მიმართ კი დევნა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი – არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ
აშშ-ის საელჩო - აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics