|
2021-10-31 15:38:38, 938 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს მისიის ხელმძღვანელი - „ოდირის“ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება
ამ არჩევნებზე, "ოდირის“ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება. ეს ეხება, მათ შორის საარჩევნო უფლებების შეზღუდვას, საარჩევნო დავებს და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებას ამის შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველ ტურში ათასზე მეტი საჩივარი შევიდა, მათი უმეტესობა ხელახალ გადათვლას შეეხებოდა, თუმცა დიდი ნაწილი საჩივრებისა არ დაკმაყოფილდა, როგორც მისიის ხელმძღვანელი განმარტავს, კენჭისყრასთან დაკავშირებული გასაჩივრების მექანიზმი და დათვლის პროცედურები იძლევა დროული რეაგირების საშუალებას, მაგრამ კანონი არ შეიცავს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს დათვლის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გადათვლის ჩატარებისთვი. " მთლიანობაში კანონმდებლობა ადეკვატურ საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, თუ მისი სრულყოფილად შესრულება მოხდება , მაგრამ ამავდროულად ის ზედმეტად რთულია და შეიცავს რიგ შეუსაბამობებს. ამ არჩევნებზე, "ოდირის“ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება. ეს ეხება, მათ შორის საარჩევნო უფლებების შეზღუდვას, საარჩევნო დავებს და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებას. 2020 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ძირითადად შესრულდა ოდირის ადრინდელი რეკომენდაციები არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. საოლქო საარჩევნო კომისიებმა პირველი ტურის შედეგების 811 უბანზე ხელახალი გადათვლა მოახდინეს. ამ გადათვლებმა პირველი ტურის შედეგების მცირედი ცვლილება გამოიწვია, თუ არ ჩავთვლით მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადგილობრივ საკრებულოში 2 ადგილის დამატებას. შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 360 უბნის გადათვლის ადგილი და დრო სათანადოდ არ ეცნო დაინტერესებულ მხარეებს, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესზე. სათანადო რეგულირების არარსებობის გამო გადათვლა არათანმიმდევრულად წარიმართა, რის გამოც შემცირდა ამ პროცესის ანგარიშვალდებულების ხარისხი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველად გამოაქვეყნა პირველი ტურის სრულყოფილად ჩაშლილი შედეგები, რამაც გაზარდა პროცესის გამჭვირვალობა. პირველი ტურის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებში, დაახლოებით 1000-ზე მეტი საჩივარი შევიდა, მათგან 900 საჩივრით მოთხოვნილი იყო გადათვლა და ძირითადად ეს საჩივრები არ დაკმაყოფილდა. კენჭისყრასთან დაკავშირებული გასაჩივრების მექანიზმი და დათვლის პროცედურები იძლევა დროული რეაგირების საშუალებას, მაგრამ კანონი არ შეიცავს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს დათვლის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გადათვლის ჩატარებისთვის, ასევე მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს კენჭისყრის შედეგების გასაუქმებლად, რაც ეწინააღმდეგება ოდირის მიერ უკვე მრავალ გზის გაცემულ რეკომენდაციებს. ამის შედეგად როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებს, ისე სასამართლოებს ფართო დისკრეცია ჰქონდათ გადათვლის შესახებ მოთხოვნების განხილვისას“, - განაცხადა იონსონმა.
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
გახარია საქართველოსთვის - ცინიკურია, რომ ოცნება ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. რუსოფობიის გამო სწუხან
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)