|
2021-10-30 21:13:12, 558 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია: მიუხედავად ხელისუფლების ზიზღის ფრქვევისა, ხალხმა გაიმარჯვა - აღიარეთ დამარცხება, ამაში არაფერია ტრაგიკული
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ყველა მხარდამჭერს, ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც დღეს არჩევანი გააკეთეს კოალიციური მმართველობის, სიკეთის, ცვლილების, შეჯიბრებითობის სასარგებლოდ - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიამ “მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებული შედეგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მართველი პარტია ფიზიკური ანგარიშსწორების მიღების ხარჯზე დამარცხდა. "დღის განმავლობაში ყველამ კიდევ უფრო კარგად ვიხილეთ, თუ რა არის „ქართული ოცნების“ სახე, ისინი არიან მოძალადეები, აგრესორები. ჩვენ დავინახეთ, რომ დღეს "ქართული ოცნება“ საერთოდ მარცხნივ არის კილომეტრებით დაშორებულია პოლიტიკისგან, მათ პრეტენზიაც კი არ აქვთ, რომ ისინი იყვნენ პოლიტიკურ პროცესში. თავიდან ბოლომდე ძალადობაზე, ძალისმიერი მეთოდებით, პროკურორებით, პოლიციელებით, ვითომ კრიმინალებით, ვითომ "ძველი ბიჭებით", ატარებენ ესენი არჩევნებს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად მათი ძალადობისა, მიუხედავათ მათ მიერ ზიზღის ფრქვევისა, არ ეყოთ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ მოძალადეებს. მე ძალიან ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც ახლა, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, თითოეული ხმისთვის იბრძვის. მთელი 2 000 საარჩევნო უბნის შიგნით ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება, ეს ადამიანები, „შპანა“ და ძალადობრივი ბრიგადები, რომელიც კალაძე-ივანიშვილმა შექმნა, მარცხდებიან ფიზიკური ანგარიშსწორების მიღების ხარჯზე, მაგრამ ღირს სიცოცხლის დათმობაც კი ამ სიველურის დამთავრებისთვის. ამიტომ, მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ყველა მხარდამჭერს, ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც დღეს არჩევანი გააკეთეს კოალიციური მმართველობის, სიკეთის, ცვლილების, შეჯიბრებითობის სასარგებლოდ", - განაცხადა მელიამ. მისი თქმით, არ აპირებს იმ ადამიანებს მოსთხოვოს პასუხი, ვინც მასზე პირდაპირ ეთერში იძალდა, რაფგან ისინი “ქართული ოცნების” მიერ დატყვევებული ადამიანები არიან. "ძალადობენ, ახლაც ძალადობენ, არ გაგივათ. აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება, ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის. ნუ გეშინია ბატონო კალაძე, ბატონო ღარიბაშვილო, ბატონო კობახიძე - არც იმ ადამიანებს მოვთხოვთ პასუხს, ვინც ახლა პირდაპირ ეთერში იძალადეს, რადგან ისინი არიან თქვენს მიერ დატყვევებული ადამიანები, მსხვერპლნი, რომლებიც ასევე უნდა გათავისუფლდნენ“, - ამბობს მელია.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)