|
2021-10-30 20:40:44, 729 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელით მეორე ტურში ღირსებული გამარჯვება
ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით მეორე ტურში გამარჯვება. შევძელით არა უბრალოდ გამარჯვება, ღირსეული გამარჯვება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. „ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემს მხარდამჭერს. ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და გადადგა სწორი ნაბიჯი, გააკეთა სწორი არჩევანი ქალაქთან დაკავშირებით აღმშენებლობასთან, განვითარებასთან, სიმშვიდესთან და სტაბილურობასთან მიმართებით. დღეს ყველაზე მეტად რაც თბილისს სჭირდება, ეს არის განვითარება, აღმშენებლობა, ეს არის სიმშვიდე და სტაბილურობა. ეს არის თქვენი დამსახურება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მე ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ, 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს, მზად ვარ, დაუღალავი შრომით ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, განურჩევალდ მათი პოლიტიკური შეხედულებისა. მე პირობა დავდე, ვიქნები ყველას მერი, ვიყავი ყველას მერი და ასევე ვაპირებ მომავალში ჩემი საქმიანობის გაგრძელებას. ჩვენ დაველოდებით ცესკო-ს საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებას. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ყველას და მეორე დღიდანვე ვიწყებთ კონკრეტული პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)