|
2021-10-30 18:08:01, 542 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ დრომდე აღმოჩენილია საარჩევნო უბანზე დარღვევების და გაყალბების ფაქტები. კორძაიამ მოუწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ამოიღოს კამერის ჩანაწერები და გაბათილებას აღნიშნული შედეგები. “ისნის 71-ე უბანთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენმა წარმომადგენელმა აღმოაჩინეს უბანზე ბიულეტენის ჩაყრის ფაქტი და გამოიძახეს პილოცია. ჩვენ ვითხოვთ ამ უბნის შედეგების გაბათილებას და ასევე მოვითხოვთ ცესკოსგან რომ ამოიღოს ნებისმიერი კამერის ჩანაწერი, რომელიც იყო უბანზე და შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი. უბანზე დარღვევა აღმოჩენელია კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მიერ, რომელიც ახორციელებდა კანონდარღვევას და ბიულეტენებს ყუთში ყრიდა. როცა ჩვენმა წარმომადგენელმა აღმოაჩინეს, მათ “ქართული ოცნების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. გლდანში 34-ე უბანზე მარკირების სითხე არ ასრულებს იმ ფუნქციას, რისთვისახ არსებობს, რადგან გამწმენდის შემდეგ შორდება და კვალი არ რჩება. იგივე პრობლემებია ვაკის 61-ე და 29-ე უბანზე. ასევე, საბურთალოს 68-ე უბანზე. ამ უბანზე ასევე შემაჯამებელ ოქმზე წინასწარ მოაწერა ხელუ კომისიის თავმჯდომარემ და მოადგილემ. გლდანის პირველ უბანში რეგისტრატურატორმა შემოახაზინა ამომრჩეველს ბიულეტენი და ხმა მიაცემინა აგიტაციის შესეგად. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი.” - განაცხადა კორძაიამ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)