|
2021-10-30 16:21:15, 1136 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - 2 მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები 50%-იან ზღვართან არიან ახლოს, მოდით არჩევნებზე
ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში 50%-იან ზღვართან არიან ახლოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ მოუწოდა ამომრჩეველს, რომელიც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბანზე, გამოიყენოს შანსი, რათა წვლილი შეიტანოს საქართველოში პოლარიზაციისა და ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დასამარცხებლად. „პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გადავუხდით ამომრჩეველს მადლობას აქტიურობისთვის. საარჩევნო ოლქების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა. თუმცა, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული. არსებული მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50-პროცენტიან ზღვართან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს. საარჩევნო უბნების დახურვამდე რჩება 4 საათი. შეგახსენებთ, რომ 2024 წლამდე საქართველოში აღარ ჩატარდება არავითარი არჩევნები. ყველა ამომრჩეველს, რომელიც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბანზე და რომელსაც ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, მოგიწოდებთ და გთხოვთ, გამოიყენოთ ეს შანსი, რათა თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში პოლარიზაციის, ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დამარცხებაში. ნაცმოძრაობისა და მისი კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, ნე ეცდებიან დაატრიალონ ქარიშხალი ჭიქაში, აქტივისტებს მისცენ მუშაობის, ხოლო ამომრჩეველს არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების საშუალება. საბოლოო გამარჯვებამდე რჩება 4 საათი. მოდით არჩევნებზე და 8 საათზე ერთად ვიზეიმოთ ჩვენი საერთო გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვება“, - განაცხადა კობახიძემ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)