|
2021-10-30 11:50:46, 560 ნახვა
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათ დამკვირვებლებს ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვებას უკრძალავენ
შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ პრაქტიკულად ჩვენს დამკვირვებლებს უკრძალავენ ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვებას - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ დღეზე დამოკიდებული, როგორ განვითარდება ქვეყნის ბედი. “რაც შეეხება დღევანდელ არჩევნებს, შეგვძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ პრაქტიკულად ჩვენს დამკვირვებლებს უკრძალავენ ამომრჩევნლის რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვებას. ამას ახორციელებენ კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარეები. უბნის გარშემო ასევე მოქმედებენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ზონდერი დამკვირვებლები. ჩვენ ვნახეთ არაერთი ვიდეო მტკიცებულება , თუ როგორ ახდენენ ეს ადამაინები დამკვრივებლების და მედია საშუალებების შეზღუდვქს. ლევან ბეჟაშვილმა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ კონკრეტულ დარღვევებზეც ისაუბრა. “რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს: სამგორის 75-ე უბანზე პირველი ტურის ბიულეტენები აღმოაჩინეს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს რისთვის სჭირდებოდათ ეს ბიულეტენები, ხომ არ იყო გაყალბებისთვის. ასევე, სამგორის 42-ე უბანზე დილის 06:46 წუთზე, როცა დაკეტილი უნდა ყოფილიყო ეს უბანი, პოლიციამ გააღო კანონის დარღვევით და შიგნით იმყოფებოდა გაურკვეველი 5 პირი. მოვუწოდებთ გენისპექციას გამოიძიონ ეს ფაქტი. ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, გუშინ ღამის პირველ საათზე 160-ე უბანზე დაფიქსირდა, როცა გადასატან საარჩევო ყუთის სიას, დამატებით 15 ამომრჩეველი დაემატა, რაც გაუგონარი დარღვევაა. სამგორის 64-ე უვანზე და გლდანის 25-ე უვანზე ერთიან სიაში მიწერილია არ იყო კოვიდ ამომრჩეველი სამაგიდო სიაში. თელავის 51-ე უბანზე კოვიდინფიცირებული იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. ქუთაისის 56-ე უბანზე ფულსი დარიგების ფაქტი დაფიქსირდა და გვაქვს კონკრეტუკი ვიდეო მასალა. თელავში ასევე დაფიქსირდა, რომ სხვისი პირადობით ახდენდნენ ხმის მიცემას.”- ამბობს ბეჟაშვილი. ლევან ბეჟაშვილი საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, რომ ენმ-ს დამკვირვებლებს მისცენ საშუალება დააკვირდნენ რეგისტრატორებს.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)