|
2021-10-29 13:57:22, 783 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ კიბერთაღლითობის პრევენციის მიზნით ინფორმაციას ავრცელებს
გვსურს, მომხმარებლები გავაფრთხილოთ ახალი თაღლითური სქემის შესახებ, რომელსაც კიბერთაღლითები პირად ანგარიშებზე უკანონო წვდომის მოსაპოვებლად იყენებენ.- ამის სესახებ ინფორმაციას "თიბისი" ბანკი ავრცელებს. "ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მოქალაქეებს სხვადასხვა ბანკის სახელით და ხშირად, ამავე ბანკის ნომრით უკავშირდებიან კიბერთაღლითები, რუსულ ენაზე ესაუბრებიან, ეცნობიან, როგორც ბანკის წარმომადგენლები და სთხოვენ ბარათისა და ანგარიშის დასაზუსტებლად სხვადასხვა დეტალის გაზიარებას. გთხოვთ, განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ ის მესამე პირს. საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს და დაგვიკავშირდით კონტაქტ ცენტრის (032 2 27 27 27) ან ინტერნეტმობაილბანკის საშუალებით. საქმეში ჩართულები არიან სამართალდამცავი ორგანოები და ინფორმირებულნი არიან სატელეკომუნიკაციო ქსელები, რათა თავიდან ავიცილოთ თაღლითების მხრიდან ბანკის ნომრის გამოყენებით მომხმარებლებთან დაკავშირება. გარდა ამისა, თიბისის კიბერუსაფრთხოების გუნდი ყველა შესაძლო ზომას იღებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და უსაფრთხოდ შეძლოთ ჩვენი ფინანსური სერვისებით სარგებლობა. ამ მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კიბერ და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლების ინფორმირებულობა, რათა თავიდან ავიცილოთ თაღლითობის შემთხვევები." - წერია "თიბისი ბანკის" განცხაებაში.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)