|
2021-10-28 21:11:17, 687 ნახვა
პოლიტიკა
EPP - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეწყვიტონ ოპონენტების დევნა
შეშფოთებული ვართ, რეპრესიების ახალი ტალღით ყოფილი სამართალდამცველებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ. ასევე შემაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება, პოლარიზაციასა და დაძაბულობას კიდევ უფრო აღრმავებს.-ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაშ ნათქვამი. პარტია საქართველოში არსებულ მდგომარებას ეხაურება, მათი თქმით, ისინი მხარს უჭერენ ადგილობრივი კოალიციური მთავრობის, ჩრდილოვან კაბინეტს. "მაშინ, როცა საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს უახლოვდება, ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ მმართველი პარტია, ქართული ოცნება არ ასრულებს წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და აგრძელებს პოლარიზაციის, ძალადობისა და სიძულვილის ენის ხელშეწყობას. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ, რეპრესიების ახალი ტალღით ყოფილი სამართალდამცველებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ. ასევე შემაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება, პოლარიზაციასა და დაძაბულობას კიდევ უფრო აღრმავებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეწყვიტონ ოპონენტების დევნა. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ჩრდილოვან კაბინეტს, ადგილობრივი კოალიციური მთავრობის, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერის კანდიდატებმა წარადგინეს. ინიციატივას, რომელიც აერთიანებს 6 ოპოზიციურ პარტიას, მეორე ტურის წინ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში. ეს არის პოზიტიური გზავნილი ოპოზიციურ პარტიებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ და შესაძლოა, იყოს ეფექტური მოდელი ნაციონალური კოალიციური მთავრობისთვის",- ნათქვამია განცხადებაში.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)