|
2021-10-28 18:33:17, 629 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - სააკაშვილთან რასაც ვლაპარაკობთ, მეორე დღეს გამოდის ღარიბაშვილი და ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს
პენიტენციურმა სამსახურმა უკვე არაერთგზის დაარღვია მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე კომუნკაციის ფარულობის თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილთან რასაც ვლაპარაკობთ ერთ დღეს, მეორე დღეს გამოდის ღარიბაშვილი, მოაღებს პირს და მთელი ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა. მისი თქმით, ისინი მაქისმალურად ცდლობენ მიხეილ სააკაშვილთან ისე იკონტაქტონ რომ სხვისთვის აღქმადი არ იყოს საადვოკატო საიდუმლოს ნაწილი. „პენიტენციურმა სამსახურმა უკვე არაერთგზის დაარღვია მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე კომუნკაციის ფარულობის თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილთან რასაც ვლაპარაკობთ ერთ დღეს, მეორე დღეს გამოდის ღარიბაშვილი, მოაღებს პირს და მთელი ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს აბსოლუტური რწმუნება იმის, რომ იქ დამონტაჟებულ „შტეფცელებში“ არის მოსასმენი აპარატურა, შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ისე ვიკონტაქტოთ მიხეილ სააკაშვილთან, რომ მათთვის აღქმადი და გასაგები არ იყოს საადვოკატო საიდუმლოების ნაწილი. რიგ შემთხვევაში ჩვენ ფურცელზე ვწერთ გარკვეულ ტექსტს ისე, რომ კამერების თვალთახედვაში არ მოხვდეს და ვახდენთ ამ ტექსტის გადაწოდებას მიხეილ სააკაშვილისთვის. ახლა ადგნენ და გააბეს ბადე ეს რომ ვერ მოვახერხოთ. ეს ნიშნავს ერთადერთს - ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობას არ იცავს პენიტენციური სამსახური და მათი ამოცანაა, რომ ჩვენი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ყველასთვის სმენადი და ხილვადი იყოს. სწრაფი ტესტის აღებით ვხვდებოდით ნახევრად გატიხრულ ოთახში, არასდროს არ უთქვამთ, რომ თუ "პისიარ" ტესტით არ მოვიდოდით, მაშინ ამ გატიხრულ ოთახს ბადით შეავსებდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის წინ მათ დაიწყეს ჩვენს მიერ შეტანილი და უკან გამოტანილი ტექსტების შემოწმება, რაზეც ჩვენ განვაცხადეთ პროტესტი და შემდეგ უზრუნველვყავით, რომ კამერის თვალთახედვის არეში არ მომხვდარიყო ნაწერი ტექსტი და ამის პასუხი იყო სწორედ ამ ბადის გაბმა“, - განაცხადა ბასილაიამ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)