|
2021-10-28 17:44:14, 458 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის ადვოკატი - მოშიმშილე ადამიანისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება, უბიძეგებს, გაამკაცროს პროტესტის ფორმები
არგუმენტი კოვიდუსაფრთხოების შესახებ ხელისუფლების მხრიდან რომ მოგონილი და სასაცილოა და მტკიცდება იმითაც, რომ მათ 28-ე დღეს გაახსნდათ, რომ თურმე არსებობს მიხეილ სააკაშვილის კოვიდ-19 დაინფიცირების საფრთხეები. გარდა ამისა ბადის არსებობამ რანაირად შეიძლება შეაჩეროს ვირუსის გავრცელება?- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან უშუალო კონტაქტის შეზღუდვის მიზანი ისა, რომ დაეხშოთ მათვის კომუნიკაციის ისეთი საშალება, რაც გამორიცხავდა ხელისუფლების მხრიდან მათი საუბრის მოსმენას. „სასაცილოა პენიტენციური სამსახურის მცდელობა, შეხვედრების ოთახში ბარიერის აშენება, დააბრალონ კოვიდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს და საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ჩვენ არ წარვადგენდით „პისიარ“ ტესტის პასუხებს, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენ ვაკმაყოფილებდით აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას, რასაც პენიტენციური სამსახური გვიწესებდა. კერძოდ მათ გვითხრეს, რომ უნდა წარმოგვედგინა, ე.წ კოვიდპასპორტი, ანუ ვაქიცნაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამის შემდეგ ციხის ადმინისტრაცია თავად გვიკეთებდა ყოველი ვიზიტის წინ ე. წ ანტიგენის ტესტს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ჩვენი შესვლა. არასდროს მოუთხოვიათ „პისიარ“ ტესტის პასუხი, თორემ ბუნებრივი ჩვენ წარვადგენდით ამ ტესტის პასუხსაც. გარდა ამისა ეს არგუმენტი კოვიდუსაფრთხოების შესახებ ხელისუფლების მხრიდან რომ მოგონილი და სასაცილოა და მტკიცდება იმითაც, რომ მათ 28-ე დღეს გაახსნდათ, რომ თურმე არსებობს მიხეილ სააკაშვილის კოვიდ-19 დაინფიცირების საფრთხეები. გარდა ამისა ბადის არსებობამ რანაირად შეიძლება შეაჩეროს ვირუსის გავრცელება? რეალური მიზანი ამ ყველაფირის იყო ის, რომ დაეხშოთ ჩვენთვის კომუნიკაციის ისეთი საშალება, რაც გამორიცხავდა ხელისუფლების მხრიდან ჩვენი საუბრის მოსმენას ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ „პისიარის“ უარყოფითი პასუხები და ვნახოთ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება. მოშიმშილე ადამიანისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება, რომელიც მანამდე არ არსებობდა უბიძეგებს მას რომ გაამკაცროს პროტესტის ფორმები და არ გამოვრიცხავ რომ ხელისუფლების მიზანი სწორედ ეს იყოს.“- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1- ლ ოქტომბერს დააკავეს, ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 28-ე შიმშილობს.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)