|
2021-10-28 13:10:40, 755 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საქართველოს ფოსტის” მხარდაჭერით გამოცემული დანტე ალიგიერის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა
მიმდინარე წელს, მსოფლიო საზოგადოება, გენიალური იტალიელის, უზენაეს პოეტად აღიარებული დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, დანტე ალიგიერის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის გარდა, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე. ასევე, ღონისძიებაზე გაიმართა დანტეს „ახალი ცხოვრების“ ორენოვანი ქართულ-იტალიური საიუბილეო გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში იტალიის საილჩოს ხელშეწყობითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ მარკა ხელმისაწვდომია "საქართველოს ფოსტის" 81 სერვისცენტრში, საქართველოს მასშტაბით.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)