|
2021-10-26 20:10:52, 724 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - გიორგი კირთაძე იუნკერთა საფლავების გამყიდველია და „ნაცმოძრაობას" რომ ჩავუგდოთ ძალაუფლება ხელში, ყველაფერს გაყიდიან
„დღეს ჩვენ ვნახეთ ბათუმელების და ბათუმის გამორჩეული ნაწილის პროტესტი იმ სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც პირადად აწერს ხელს ბათუმის მერობის კანდიდატი „ნაცმოძრაობიდან" და მათი ოპოზიციური ერთობა. მოქალაქეების ეს პროტესტი გასაგებია, რადგან ეს კონკრეტული პრივატიზაცია და მათ შორის გაყიდვა, შეეხო როგორც მემორიალს, ასევე მიმდებარე ტერიტორიას. პირდაპირი გაგებით, მათ გაყიდეს საფლავები" - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა . „ბათუმის საკრებულომ 2011 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაზე პრივატიზაციის, გაყიდვის მიზნით გადაეცა ეს მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარისთვის. ეს აქტი განხორციელდა 2011 წლის 30 დეკემბერს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ამ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა. ჩვენი გმირი იუნკრების მემორიალი და საფლავები შეუნარჩუნდა ქალაქს, ქალაქს შეუნარჩუნდა ისტორია და შემდეგ უკვე მონაცვლეობით მოხდა იქ ამ პროცესის დასრულება. საზოგადოებას კიდევ უფრო კარგად რომ ავუხსნა, იუნკრები მხარდამხარ იბრძოდნენ გენერალ მაზნიაშვილთან ერთად, რომელმაც შეძლო და 1921 წელს ბათუმი შეუნარჩუნა დედა სამშობლოს, მიუხედავად მტრულად განწყობილი გარე ძალებისა. და სწორედ ამ გმირი ხალხის საფლავები გაყიდა ამ კონკრეტულმა გამყიდველმა ადამიანმა, რომელსაც აქვს ამბიცია ისევ მობრუნდეს ქალაქის მმართველობაში და ერთი წუთით მაინც რომ წარმოვიდგინოთ მაშინ რა კონკრეტულ ანტისახელმწიფოებრივ და გამყიდველ პოლიტიკას ატარებდნენ ამ დაბოღმილ, ძალაუფლებაზე ორიენტირებულ ხალხს ერთი წუთითაც რომ ჩავუგდოთ ძალაუფლება ხელში, ალბათ ყველაფერს გაყიდიან, რაც არის წმინდა დარჩენილი" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ჩართვაში საუბრისას.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)