|
2021-10-25 12:45:46, 672 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე: ომბუდსმენის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა, №18 სამკურნალო დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი არის
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა, რადგან №18 სამკურნალო დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის. „რაც შეეხება ქალბატონი ნინო ლომჯარიას დასკვნას, მასში ერთი სხვა ფაქტობრივი შეცდომაც იყო – ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამედიცინო დაწესებულებაში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი პირადად მისი ინიციატივით იქნა მოწვეული სამუშაო ჯგუფში. რატი ბრეგაძემ ჯგუფის თითოეულ წევრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. იგი პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში და მინდა, მადლობა მოვახსენო ამ ჯგუფის ყველა წევრს, ვინც აქტიურად არის ჩართული პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)