19:48 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-24 19:36:10, 912 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს სახლში, ლევან ანდრიაშვილმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით

ჩვენ სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში; უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით, ლევანმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, მე ამის მჯერა და ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და წინასწარი გამოკითხვების შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს თელავში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იგეგმება თელავის ბიუჯეტის გაზრდა და არაერთი მსხვილი პროექტის განხორციელება, მათ შორის ახალი ტურისტული ატრაქციების მოწყობის თვალსაზრისით.

„მინდა, კიდევ ერთხელ ჩემს ძვირფას მშობლიურ თელავს და თელაველებს მივმართო და ვუთხრა, რომ უშუალოდ, მე პირადად ვიქნები ჩართული თითოეული მუნიციპალიტეტის პროექტებში, განსაკუთრებული ემოცია მაქვს თელავის მიმართ, კახეთის მიმართ მოგეხსენებათ, თუმცა აქ არავითარი დიფერენცირება არ იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის მიმართ მექნება თანაბარი მიდგომა. ჩვენ ვგეგმავთ, ბიუჯეტიც გავზარდოთ, ძალიან ბევრი მაგარი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, მათ შორის ახალი ტურისტული ატრაქციების გაკეთებას თელავში, მასშტაბური, გრანდიოზული ურბანული განახლების პროგრამებს ვიწყებთ იანვრიდან დამატებით და ძალიან ბევრი პროგრამა გვაქვს. რა თქმა უნდა, არ მინდა, არავის გვსურს, თელაველებს და თელავს, რომ ვინმემ გააგრძელოს საბოტაჟი, ისეთი, როგორიც ხდებოდა ბოლო წლებში. ჩვენ აქ მყარი უმრავლესობა გვყავს საკრებულოში, სრულად ვაკონტროლებთ საკრებულოს და შესაბამისად, არავითარი პრობლემა არ ექნება თელავს, თელავის მოსახლეობა ძალიან ბევრ პროგრესს მიიღებს, ამას ვპირდები მე პირადად", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics