19:49 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-23 15:48:53, 724 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ქუთაისის საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა უთხრას უარი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია სიძულვილსა და აგრესიაზე

ქუთაისის საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა უთხრას უარი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია სიძულვილსა და აგრესიაზე - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქუთაისის მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,  არჩევნების მეორე ტურის მოგება პრინციპულად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქუთაისში, რისთვისაც საჭიროა სრული მობილიზაცია.

„ქუთაისში შედგა შეხვედრა პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან, აქაც საუბარი გვქონდა მეორე ტურისთვის სამზადისზე. არჩევნების მეორე ტურის მოგება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქუთაისში, დარწმუნებული ვართ ამ გამარჯვებაში. ამისთვის საჭიროა სრული მობილიზაცია როგორც ჩვენი აქტივის, ისე საზოგადოების. ქუთაისის საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა უთხრას უარი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია სიძულვილსა და აგრესიაზე" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics