|
2021-10-22 19:55:38, 1711 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი - ის რომ სააკაშვილმა მაცივრით იმგზავრა 48 საათი რძის პროდუქტებთან ერთად, მიუთითებს იმაზე თუ რამდენად უყვარს მას სამშობლო
უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, რომ თურმე ჩვენ გადავეცით ტელეკომპანია „იმედს“ საქმის მასალები. ამ თემაზე რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო.- ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი პროკურატურის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ 20 ოქტომბერს ადვოკატებს საქმის მასალები გადასცეს, რომლებსაც თანდართული ჰქონდა მედიაში გავრცელებული მასალები. ადვოკატის თქმით, ხელისუფლებამ ამ გადაცემით ჩაიდინა დანაშაული, რადგან დალუქული ტელეფონიდან მოხდა ვიდეო მასალების გასაჯაროვება. „უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, რომ თურმე ჩვენ გადავეცით ტელეკომპანია „იმედს“ საქმის მასალები. ამ თემაზე რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო. ცხადია, ხელისუფლებამ ამ გადაცემით ჩაიდინა დანაშაული, რადგან დალუქული ტელეფონიდან მოხდა ვიდეო მასალების გადაცემა. თავად ტელეკომპანია „იმედი“ გვიმტკიცებს, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ გადაღებული საკუთარი ტელეფონით, რომელიც უნდა ყოფილიყო დალუქული და გადაგზავნილი ექსპერტიზაზე. ეს ვიდეო ერთადერთი რაზეც მეტყველებს, ტელეკომპანია „იმედი“ და პროსახელისუფლებო მედია 9 წლის განმავლობაში ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილის მონსტრად წარმოსახვას და ამ ვიდეოში პირიქით ჩანს, ადამიანი, რომელიც არის ძალიან მხიარული, კეთილი. ის სიტუაცია, რომელიც აღწერილი იყო ამ სიუჟეტში, რომ მაცივრით იმგზავრა 48 საათის განმავლობაში რძის პროდუქტებთან ერთად, მიუთითებს, იმაზე თუ რამდენად უყვარს ამ ადამიანს საკუთარი სამშობლო, რამდენად მძიმე გზა გამოიარა უკრაინიდან იმისთვის, რომ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულიყო და დაბრუნებულიყო ისე, რომ არავისთვის პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა არ მიეცა და ერთ ადამიანსაც კი თმის ღერი არ ჩამოვარდნოდა თავიდან“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)