|
2021-10-22 13:00:22, 569 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ ახალგაზრდული Eurobest 2021-ის მხარდამჭერია
23-26 ოქტომბერს საქართველოში ახალგაზრდული „ევრობესთის“ ადგილობრივი შეჯიბრება ჩატარდება. კონკურსში ორი ადამიანისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შეუძლიათ მონაწილეობა. სავალდებულოა, რომ გუნდის ორივე მონაწილე წარმოადგენდეს კრეატიულ სფეროს. გუნდების წევრთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. მონაწილეები ბრიფს, 23 ოქტომბერს, ელექტრონულ ფორმატში მიიღებენ. თარიღები:
ნამუშევრებს სფეროს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. გამარჯვებული ორი გუნდი, საქართველოს სახელით, “ევრობესთის“ მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს. ღონისძიების ორგანიზატორია „კანის ლომების“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. „ევრობესთის“ მეგობარია თიბისი, რომელიც მიზნად ისახავს კრეატიული ინდუსტრიის მხარდაჭერას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი გამორჩეული ინდუსტრიაა და საერთაშორისო ასპარეზზეც ეთქმის სიტყვა. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელოს ცხოვრება. “ევრობესთი“ კანის ფესტივალის შემადგენელი ნაწილია და აღიარებულია როგორც ევროპის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ფესტივალი. “ევრობესთი” გამარჯვებულებს რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში ავლენს. ახალგაზრდული „ევრობესთი“ ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად ტარდება.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)