|
2021-10-22 12:23:04, 606 ნახვა
პოლიტიკა
გივი მიქანაძე - მხილებულია ცესკოს მიერ დარეგისტრირებული 20 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელთაგან 15 აფილირებულია „ნაცმოძრაობასთან”
მხილებულია ცესკოს მიერ დარეგისტრირებული 20 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელთაგან 15 აფილირებულია „ნაცმოძრაობასთან“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ის მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით. „გვსურს საზოგადოების ყურადღება კვლავაც გავამახვილოთ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან აფილირებულ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაზე. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებას ბრიფინგი წარვუდგინეთ ინფორმაცია პირველი ტურის წინ, კერძოდ 9 და 29 სექტემბერს, რომლის საფუძველზე, საჯარო წყაროებით, 20 ადგილობრივი ორგანიზაციაა მხილებული, რომლებიც დარეგისტრირდა ცესკოს მიერ. ამ ორგანიზაციათაგან 15 აფილირებული არის ერთიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, 3 - „ევროპულ საქართველოსთან“, ხოლო 2 - პარტია „საქართველოსთვის“. აღნიშნული ბრიფინგების შემდეგ, რიგმა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პირდაპირ ეთერში განაცხადეს, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან მათი დისკრედიტაცია და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე. ერთ-ერთი, ვინც მსგავსი განცხადებებით გამოირჩეოდა, გახლდათ ბატონი ვასილ ურუშაძე, პლატფორმა 20/20-ის ხელმძღვანელი. ორიოდე დღის წინ, კი მთელი საზოგადოება გახდა მოწმე, როგორ წარადგინა ვასილ ურუშაძე ნიკანორ მელიამ თავისი გუნდის წევრად და თბილისის მერიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატად. ამით დადასტურდა, რომ ბატონი ურუშაძე და პლატფორმა 20/20, რომელიც როგორც 2020, ასევე 2021 წლებში გამოირჩეოდა არჩევნების მადესკრიდიტირებელი კამპანიის წარმოებით და ისინი არიან პირდაპირ დაკავშირებული ერთიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენ არაერთხელ საჯაროდ მოვითხოვეთ, რომ ჩვენ მიერ პოლიტიკურ სუბიექტებთან აფილირებულ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს გაესაჯაროვებინათ დაფინანსების წყარო, რაც მათ დღემდე არ გაუკეთებიათ. გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი ურუშაძე ოფიციალურად დასახელდა ოპოზიციური პარტიების გუნდის წევრად, მოვითხოვთ, პლატფორმა 20/20-მა საჯაროდ წარმოადგინოს დაფინანსების წყარო, რომლითაც მათ განახორციელეს არჩევნებზე მონიტორინგი და პროექტი „ხმის მცველი“. იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურდა პლატფორმა 20/20-ის კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, შესაძლოა, მათი საქმიანობა განხილული იყოს, როგორც უკანონო შემოწირულობა. შესაბამისად, მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)