|
2021-10-21 12:01:20, 465 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმის მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს უპასუხა
,,ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს უპასუხა. „მინდა პასუხი გავცე იმ წარმოუდგენელ ბრალდებებს, ფაბრიკაციებს რასაც ნაციონალური მოძრაობა ბოლო პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართულად ავრცელებს ჩემი მისამართით. ნაცმოძრაობისგან განსხვავებით, საზოგადოებას და ჩვენს ამომრჩეველს არასოდეს ვაკადრებ არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე ვესაუბრო. ამიტომ, დღეს გავასაჯაროებ ყველა ინფორმაციას, რითაც საბოლოოდ ჩავხურავ ფეიქ-ნიუსებს და კიდევ ერთხელ ვამხელთ ამ ბნელ ძალას. როგორც კი გაჟღერდა მძიმე ბრალდებები ჩემი მისამართით, თითქოს სისხლის სამართლის საქმის არსებობის მიმდინარეობის ან ბრალეულობის შესახებ იყო კონკრეტული წარმოება დაწყებული, მივმართე აჭარის პროკურატურას. დღეს მივიღე პროკურატურის პასუხი, რაც მინდა გავასაჯაროო და წარმოგიდგინოთ ჟურნალისტებს: პირველი, სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემს მიმართ არ არსებობს და არ მიმდინარეობდა არასდროს. ამასთან ერთად, მინდა ხაზგასზმით აღვნიშნო იმ ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება მეგის ქარდავას მოადგილეობის საკითხს. არჩილ ჩიქოვანი არც ერთი დღე, არც ერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე და პირიქით, სასაცილოა ბრალდება ნაციონალური მოძრაობისა და იმ ბნელი ძალისგან, რომლის სახესაც წარმოადგენდნენ მსგავსი ტიპის ოდიოზური პიროვნებები, რომელმაც თავის წიაღში გამოზარდა სისხლის სამართლის დამნაშავეები და ისინი იყვნენ მათი პოლიტიკური სახე" - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)