23:05 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-19 23:36:54, 753 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია: კალაძემ დებატებზე უარი თქვა – პასუხები არ აქვს, კონფლიქტის რიტორიკას იყენებს ბოსების მითითებით

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის პოზიციას, ნიკა მელიას მიერ შეთავაზებული დებატების უარყოფასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე  ეხმაურება.

ნიკა მელიას თქმით, კალაძეს პასუხები არ აქვს და კონფლიქტის რიტორიკას იყენებს პარტიის ბოსების მითითებით.

„სამწუხაროდ, კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა. ერთ-ერთ მიზეზად ჩემი მხრიდან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა. არასდროს არ მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა - ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში!

რაც შეეხება მის მიერ, მერიაში კორუფციის ყოველდღიურობად ქცევას, მილიონების ჩაჯიბვას ატკატებად, მილიონების ხარჯვას მმართველ პარტიაზე, ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებას და კრიმინალთან გარიგებას - ეს პერსონალური საკითხები არაა. ეს თბილისის პრობლემებია, რომელიც დასრულდება, მისი დამარცხებისთანავე. ვიცი, რომ პასუხები არა აქვს, არც პოზიტიური დღის წესრიგი გააჩნია - დაპირისპირების და სამოქალაქო კონფლიქტის რიტორიკას იყენებს პარტიის ბოსების მითითებით.

არადა თბილისელებისთვისაც და ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვისაც საინტერესო იქნებოდა საგნობრივი დებატები. რას იზამ - მტრობის სპირალში შესულ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვერ გადავარწმუნებთ - ისინი უნდა დავამარცხოთ! ყველამ ერთად 30 - ში“, - წერს ნიკა მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics