|
2021-10-19 17:18:21, 602 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი - „ნაცმოძრაობა“ შეეცადა შეეთხზათ ბინძური მითი, რომელიც ღირსებას შემილახავდა, თუმცა არაფერი გამოუვიდათ
ქუთაისის მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)" ქუთაისის წარმომადგენლობის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წინასაარჩევნო პროგრამისა და გარემოს შესახებ იმსჯელეს. მერობის კანდიდატმა საკუთარი პროგრამა გააცნო შეხვედრაში მონაწილეებს. მან ყურადღება გაამახვილა ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე, რომელიც ქუთაისს დღემდე არ ჰქონია. მისი თქმით, გენერალურ გეგმაში 4 მიმართულებაა: დასავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული ცეტრი, განათლებისა და კულტურის ცენტრი, ეკოქალაქი, ევროპის კარიბჭე. მერობის კანდიდატმა დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა. ისაუბრა შშმ პირებისთვის ქალაქის ინკლუზიური ინფრასტრუქტურის შექმნასა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე. დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისა და კონსტრუქციული პოლიტიკური დებატების დამკვიდრების ნაწილში იოსებ ხახალეიშვილმა არაკორექტული კამპანიის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" მის სადისკრედიტაციოდ დაიწყო. იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ის დანებებას არ აპირებს მედიით ტირაჟირებული ცილისწამებებისგან საკუთარი სიმართლის დასაცავად. „გასაგებია, არჩევნებში გამარჯვების მოჭარბებული სურვილი ყველაფერზე წასვლისა და ყველაფრის კადრების მზადყოფნაში აყენებთ, მაგრამ ის მტკნარი და ბინძური სიცრუე, რაც ჩემ მიმართ შეთხზეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ნაძირალა ადამიანების პრინციპია, როცა მიზნად ისახავენ, ადამიანი მდგომარეობიდან გამოიყვანონ, აბრალებენ ზუსტად იმას, რასაც მთელი ცხოვრება თვითონ ებრძვის ან რასაც ძალიან უფრთხილდება. მთელი ცხოვრება ღირსეულად ვიცხოვრე, შვილებსაც ვცდილობ მივცე წესიერებისა და პატიოსნების პირადი მაგალითი და სწორედ ამ ღირსებაზე შეეცადნენ სიბინძურით დაერტყათ. თემაც შემთხვევითი არ არის - პიარის ძირითადი პრინციპით არის გათვლილი: ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, უამრავი თანაქალაქელი ბავშვობიდან დღემდე მიცნობს და მახასიათებს როგორც წესიერ და პატიოსან კაცს. „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შეეცადნენ, სწორედ ამ პიროვნული მახასიათებლების გასანეიტრალებლად შეეთხზათ ბინძური მითი, რომელიც მათი აზრით, ღირსებას შემილახავდა. თუმცა არაფერი გამოუვიდათ, რადგან ამ ქალაქში მხოლოდ გაეცინათ მათ მდაბიურ ცილისწამებაზე. მაგრამ მე მყავს შვილები. ჩემი ოჯახით, ამ ქალაქში ვაპირებ ცხოვრებას და ყველაფერს გავაკეთებ კანონის ფარგლებში, რომ ჩემს შვილებს უხერხულობის განცდა არ დარჩეთ მამის მიმართ ამ ბინძური ცილისწამების გამო!" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)