|
2021-10-15 22:38:50, 793 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის ექიმი მის მდგომარეობაზე - ბოლო შეხვედრაზე რომ ვნახე, იმასთან შედარებით, უფრო უარესს ველოდი
ბოლო შეხვედრაზე რომ ვნახე, იმასთან შედარებით, უფრო უარესს ველოდი, როგორც ჩანს, ძლიერი ორგანიზმი აქვს. გადააჭარბა მოლოდინს. ველაპარაკე პრეზიდენტს და თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, თანახმაა წამლებზე - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ , სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური შიმშილი, პოლიტიკური აქტი. "ბოლო შეხვედრაზე რომ ვნახე, იმასთან შედარებით, უფრო უარესს ველოდი, როგორც ჩანს, ძლიერი ორგანიზმი აქვს. გადააჭარბა მოლოდინს. ველაპარაკე პრეზიდენტს და თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე. თანახმაა წამლებზე, ის შიმშილობას არ წყვეტს...წყალს და ჩაის სვამს. რასაც ველოდებოდი ცუდს, ისეთი მდგომარეო,ბა არ არის. განწყობა ძალიან მხნე აქვს. საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ არის, მაგრამ საუბედუროდ, ეს მომენტი დადგება. შიმშილობაზე ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად რეაგირებს, ინდივიდუალურია. ეს არის პოლიტიკური შიმშილი, პოლიტიკური აქტი. ხვალ ვაპირებ კიდევ მოვიდე და ვნახო. ადამიანი ორი კვირაა შიმშილობს და წითელი ლოყები რომ არ ექნება, ხომ გესმით? კიდურებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს. გადაადგილებით სად უნდა გადაადგილდეს? პატარა ადგილი აქვს“, - განაცხადა ყიფშიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნდა, იგი იმავე საღამოს დააპატიმრეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე მე- 15 დღეა შიმშილობს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)