|
2021-10-15 16:04:49, 531 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლები, კიბეები და ბილიკები მოეწო
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გრუნტის დამჭერი კედლების, კიბეებისა და ბილიკის მოწყობა გრძელდება. ამჟამად, სამუშაოები 16 მისამართზე დასრულდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 142 493 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, კედლის მოწყობის სამუშაოები მუხიანის მესამე მიკრორაიონის N18 და N14 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, კიბისა და ბილიკის - მეოთხე ა მიკრორაიონის N23 კორპუსის და მუხიანის N4 ბ მიკრორაიონის N38 კორპუსების მიმდებარედ განხორციელდა. ამასთან, მუხიანის მესამე მიკრორაიონის N14 კორპუსიდან ნოზაძის ქუჩასთან დამაკავშირებელი კიბე და გასასვლელი ბილიკი მოეწყო. გარდა ამისა, კიბე გაკეთდა დიდგორის ქ. (შემოვლითი გზა) იმერეთის ქუჩისა და მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ; კიბე და ბილიკი -კაჭარავას ქ. №40-42-დან ჯანჯღავას მე-2-ე ჩიხის მიმდებარედ; კიბე და კედელი - ბარალეთის N3 კორპუსთან. კიბეების, კედლების და ბილიკების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ამჟამად, ექვს მისამართზე მიმდინარეობს. ჯამში, მსგავსი ტიპის სამუშაოები 22 მისამართზე განხორციელდება და სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან სულ, 189 692 ლარი დაიხარჯება.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)