|
2021-10-14 21:30:04, 962 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი გორდონი - მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყველაფერი გააკეთოს სააკაშვილის გასათავისუფლებლად
კარგად მახსოვს საქართველო, სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა, ეს იყო ნახევრად დანგრეული, კრიმინალური ქვეყანა, - ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა, დიმიტრი გორდონმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. გორდონის თქმით, მას უნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი, არაჩევულებრივი ადამიანი მალე იხილოს გისოსებს მიღმა. მანვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს სააკაშვილი პატიმრობიდან. „გულისტკივილით შევიტყვე, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფება. სააკაშვილი არის ჩემთვის გამორჩეული პოლიტიკოსი და გამორჩული რეფორმატორი. ის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია, მან იმდენი რამ გააკეთა თავისი ხალხისა და ქვეყნისთვის თუ ეს არ არის ჯეროვნად ჯერ შეფასებული, აუცილებლად დაფასდება მომავალში. კარგად მახსოვს, საქართველო სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა. ეს იყო ნახევრად აღფრთოვანებას იწვევდა თბილისი,ბათუმი, გზები, პოლიციელები, კრიმინალის არარსებობაც და ახალგზარდა ქართველების თვალებში გაჩენილი იმედიც,რომ ისინი იცხოვრებდნენ ცივილიზებულ, სამართლიან ქვეყანაში. ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეში არ არის, ის აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს და ძალიან მინდა, რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი მალე ვნახო გისოსებს მიღმა. მე მოვუწოდებ საქართელოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სააკაშვილი, მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყველაფერი გააკეთოს მისი გარეთ ყოფნისთვის. მე ძალიან მინდა მალე შევხვდე მას, ჩავხედო თვალებში და ვუთხრა კეთილი სიტყვები, მისი ქვეყნის შესახებ, რომელიც მიშას წყალობით გახდა წარმატებული“, - განაცხადა დიმიტრი გორდონმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)