|
2021-10-14 19:57:57, 882 ნახვა
პოლიტიკა
იულია ტიმოშენკო - ვიცი, რას ნიშნავს პოლიტპატიმრობა, თანადგომას ვუცხადებ სააკაშვილს და ვთხოვ, შეწყვიტოს შიმშილობა
მინდა გულწრფელი და ღრმა მხარდაჭერა გამოვხატო მიხეილ სააკაშვილის მიმართ, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტისთვის გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა. ტიმოშენკომ მოუწოდა სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან, მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოს ჯანმრთელი სჭირდება. „მინდა გულწრფელი და ღრმა მხარდაჭერა გამოვხატო მიხეილ სააკაშვილის მიმართ. 2005 წელს პრემიერის რანგში, პირველი ვიზიტი, საქართველოში განვახორციელე. ყველა ყურადღებით ვადევნებით თვალს, საქართველოში მიმდინარე პირველ რეფორმებს და გულწრფელად ვგულშემატკივრობდით, ვარდების რევოლუციას და მის წარმატებას, შემდეგ თავად წავედით, მსგავსი რევოლუციური გზით. მე და მიხეილს განსხვავებული პოზიციები გვქონია, ბევრ გზის გვიკამათია, მაგრამ ეს ყვალფერი ადამიანურია. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ის გულწრფელად გულშემატკივრობს ძლიერ და დემოკრატიულ უკრაინას. მას უსაზღვროდ უყვარს და იბრძვის ძლიერი, დემოკრატიული და მყარად ფეხზე მდგომი საქართველოსთვის. მე თავად გავიარე პოლიტიკური რეპრესიები და თავად ვიცი, რას ნიშნავს პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნა, ამას არავის ვუსურვებ. უსამართლოა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა პოლიტიკური ბრძოლისა და შეხედულებების გამო. მიხეილს აქვს უდაო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში, სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას თავისი მშობლიური საქართველო. ძვირფასო მიშა, შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატად, ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, მაგრამ ამავე დროს, მინდა უმორჩილესად გთხოვო, შეწყვიტო შიმშილობა, შენ შენს ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდები. ასევე მინდა ვთხოვო მის მხარდამჭერებს, მიმართონ თხოვნით, შეწყვიტოს შიმშილობა. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მიშა, შეხვედრამდე, თავისუფლებაზე!“, - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)