|
2021-10-12 19:57:48, 894 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.- ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი თქმით, მარკ კლეიტონმა ცესკოს თავმჯდომარეს 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული. ამასთან ელჩი დაინტერესდა თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 30 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურისთვის და როგორ წარიმართა საარჩევნო კომისიებში გადათვლების პროცესი. „დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. პირველ რიგში მოვისმინე ის შეფასებები, რომელიც მათი მხრიდან გაკეთდა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ისინი იზიარებენ ეუთოს შეფასებებს, რომლის თანახმადაც არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული. ასევე მივაწოდე ინფორმაცია საჩივრების განხილვის და გადათვლის პროცესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ. "როგორც შეხვედრაზე ბრიტანეთის ელჩმა განაცხადა ბრიტანეთის საელჩო საქართველოში არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდება." - ნათქვამია განცხადებაში.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)