|
2021-10-12 14:22:48, 733 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავას წერილი მიხეილ სააკაშვილს - სანამ მაქედან არ გამოგიყვან, მე სხვა საქმე არ მაქვს
გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა საქართველოს მესამე პრეზზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წერილს უგზავნის და აღნიშნავს, რომ სანამ ექს-პრეზიდენტს ციხიდან არ გამოიყვანს, სხვა საქმე არ აქვს. გიგი უგულავას წერილს ჟურნალისტი ნანუკა ჟოჟოლიანი ავრცელებს. "მიშა, ვიცი, რომ მაგრად და ჯანზე იქნები, ზედმეტს არ მოგწერ. არც შიმშილობის შეწყვეტას გთხოვ, უკეთ იცი შენ. ერთი მინდა გითხრა, რომ ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო. ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე თან მაგარი სიმსუბუქით. ეს ჩვენი ეროვნული ციხეც ალბათ უნდა გენახა. მოკლედ, ისტორიულ სიმბოლოზმში ყველაფერი ჟანრის წესებით მიდის. აწი ცოტა გაძლებაც უნდა. ეს ხალხიც ნელა, მაგრამ იქოქება. შოკი და დაუჯერებელი იყო ხალხისთვის. მე ავდგები მალე და იცოდე ,სანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს. ვერ ვიტან, მძულს ის აზრი, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ. ბურთი მემჩხირება ყელში ბრაზისგან. დანარჩენს მიეხედება. წიგნებს არ გთავაზობ. არ მგონია რომ ჩვენი გემოვნება მანდ დაემთხვეს. აბა შენ იცი, იყავი მხნედ და მტკიცედ. მე ვამაყობ შენით როგორც არასდროს", - წერს გიგი უგულავა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)