|
2021-10-07 13:24:19, 796 ნახვა
პოლიტიკა
გახარიას პარტია „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ღია სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვას სთავაზობს
ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს, რომლის მიზანი დაბალანსებული საკრებულოების მიიღება იქნება. - ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, "ოცნება", ისევე როგორც "ნაცმოძრაობა" ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში ცდილობს მათთან შეთანხმების მიღწევას. "დღეს პარტია "საქართველოსთვის" არის წარმოდგენილია, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში ასევე საქართველოს მსხვილ ქალაქებში და ბევრგან გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა გადამწყვეტი ხმა გვქონდეს, როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში ისე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში. ამ მიზნით სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ "ოცნება", ისევე როგორც "ნაცმოძრაობა" გვთავაზობს და ცდილობს ფარული მოლაპარაკების ფარგლებში მიაღწიონ ჩვენთან შეთანხმებას, იმისთვის, რომ მათთვის მისაღები კანდიდატურით დაკომპლექტდეს საკრებულო, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მეორე მხრივ "ოცნება" ცდილობს ჩვენ საკრებულოს წევრებზე თავიანთი მეთოდებით მათი გადაბირებით შედეგი დააყენოს. ეს ქმედებები მზიან მიმართულია ჩამოყალიბდეს მსხვილ მუნიციპალიტეტებში და მსხვილ ქალაქებში ერთპარტიული საკრებულო, რაც მიუღებელია ჩვენთვის ეს არის ის დავალება, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა ჩვენ მოგვცა ვებრძოლოთ ერთპარტიულ მმართველობას. ჩვენ ვთავაზობთ "ოცნებას" და "ნაცმოძრაობას" ღია ფორმატში ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანი იქნება დაბალანსებული საკრებულოები მიიღება. ჩვენ მზად ვართ უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ კანდიდატებს. - განაცხადა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)