|
2021-10-06 20:27:30, 999 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარე ორგანიზაცია „საერთაშორისო დემოკრატიის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დღეს საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის „საერთაშორისო დემოკრატია“ წარმომადგენლებს შეხვდა. ორგანიზაციის საარჩევნო საკითხების განვითარების მენეჯერმა მარიტ ბჟორნლუნდიმ და საარჩევნო საკითხების განვითარების სპეციალისტმა მარტინა პერინომ გიორგი კალანდარიშვილს 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. ამის შესახებ ცენტრაური საარჩევნო კომისიისპრესსამსახური აცხადებს. მათი ცნობით, მარიტ ბჟორნლუნდი და მარტინა პერინო არჩევნების დღეს თბილისსა და მის შემოგარენში რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ. დაკვირვების შედეგად მათ აღნიშნეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მომზადების დონე საკმაოდ მაღალი იყო, ზოგადად საარჩევნო პროცესი კი გამჭვირვალედ წარიმართა. ისინი ასევე იმყოფებოდნენ კრწანისის საარჩევნო ოლქშიც, სადაც ცესკომ საპილოტე პროექტი განახორციელა. „საერთაშორისო დემოკრატიის“ წარმომადგენლების განცხადებით ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვნად გაამარტივებს საარჩევნო პროცედურებს. უცხოელი დამკვირვებლების განცხადებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მაგალითის მიმცემია სხვადასხვა მიმართულებით. „თავის მხრივ ცესკოს თავმჯდომარემ ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის და თავიანთი მიგნებების გაზიარებისთვის. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს." -ნათქვამია განცხადებაში.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)