|
2021-10-05 17:46:32, 645 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა ონლაინ სემინარში „შეფუთვების ტექნოლოგია და წრიული ეკონომიკა“ მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა შეფუთვების მსოფლიო ორგანიზაციის (WPO) მიერ ორგანიზებულ ონლაინ სემინარში „შეფუთვების ტექნოლოგია და წრიული ეკონომიკა“ მიიღო მონაწილეობა. WPO-ს მიერ საქართველოში პირველად ორგანიზებული სემინარის მიზანს შეფუთვების ტექნოლოგიების, წრიული ეკონომიკისა და გარემოს მიმართ მდგრადობის, ასევე, სექტორში მიმდინარე სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) პროექტის მხარდაჭერისთვის და ყურადღება ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტულობის საკითხსა და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე გაამახვილა. „შეფუთვის ნარჩენების მართვა ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობით, ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 4 რეგლამენტი უკვე დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით მიიღწევა. მივესალმებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და სექტორის განვითარებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება განვითარებულ ქვეყნებში მთავარ ფინანსურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის ქვეყანაში დანერგვაც ხელს შეუწყობს რესურსდამზოგავი ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასა და ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას. ონლაინ სემინარი ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში" და PMAG შემფუთველთა კლასტერის მხარდაჭერით გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ PMAG შემფუთველთა კლასტერი შეფუთვების მსოფლიო ორგანიზაციის ერთადერთი ქართული ორგანიზაციაა, რომელიც 45 ქვეყნის 65 წევრს აერთიანებს. უწყების ცნობით, ონლაინ სემინარს სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები და შესაფუთი მასალების მწარმოებელი და შემფუთველი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)