|
2021-10-05 12:20:44, 716 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე რიშის განცხადებაზე - ის იმედგაცრუებულია ოპოზიციის შედეგებით
მე უფრო ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც სენატორ რიშის განცხადებას გამოეხმაურა. თალაკვაძის თქმით, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" მიერ მიღებული მხარდაჭერა ლეგიტიმური იყო. "მე უფრო ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით, რომ ამ არჩევნებში, მართლაც, როგორც საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით, ისე საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით ოპოზიციას ნამდვილად ჰქონდა შესაძლებლობა, რომ კონკურენტულ რეჟიმში მიეღო მეტი მხარდაჭერა. თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევებში მიღებული მხარდაჭერა, რომელიც მან მიიღო, იყო ნამდვილი, ლეგიტიმური და შვიდთვიანი ხელოვნური საბოტაჟი და კრიზისი, რაშიც მათ შორის ბატონი რიშის და ევროპელი კოლეგების ჩართულობა გახდა საჭირო, რომ ეს მოლაპარაკეები დასრულებულიყოდა ოპოზიცია შემოსულიყო პარლამენტში. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს მიერ მიღებული შედეგი მაშინ იყო ლეგიტიმური და ნამდვილი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)