|
2021-10-03 21:14:07, 692 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე"- რა უხარიათ ამ საცოდავებს, მეც ძალიან მიკვირს
რა უხარიათ ამ საცოდავებს, მეც ძალიან მიკვირს. მოსახლეობას რომ ავუხსნათ რეალურად, ანალიზს თუ გავუკეთებთ 64 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში დაინიშნა მეორე ტური, ეს რეალურად არის გაუმჯობესება, თუ ჩვენ შევადარებთ წინა არჩევნებს - 2016, 2020 წელს - ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა მისივე თქმით, ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანეს, როცა გახარიაზე თქვეს, რომ ის ბიწინა ივანიშვილის პროექტი იყო. რა უხარიათ ამ საცოდავებს, მეც ძალიან მიკვირს. მოსახლეობას რომ ავუხსნათ რეალურად, ანალიზს თუ გავუკეთებთ, 64 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა. მე დღეს ჩემს ბრიფინგზე ვთქვი, რომ ეს რეალურად გაუმჯობესებაა, თუ ჩვენ იგივე წინა არჩევნებს შევადარებთ, მაგალითად, 2016 წელს, 2020 წელს მეორე ტურები თითქმის 50-51% -ში, ოლქების თითქმის ნახევარში დაინიშნა, ახლა 30% -ში დაინიშნა, ანუ ერთ მესამედში დაინიშნა. მთავარი, ოპოზიციისთვის გამანადგურებელი არგუმენტი რაც მაქვს მე, ყველა მუნიციპალიტეტში მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ, მე ვახსენე წეღან, რომ ღალატი დაახლოებით 7- 8% დაგვიჯდა მეთქი, იქაც რომ არ ყოფილიყო ეს დაბნეულობა, რომელიც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იყო გახარიას შემთხვევაში და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბევრი ჩვენი ამომრჩეველი შეაცდინა, ბევრს ეგონა, რომ ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი ორი იყო და 6-7% დაახლოებით, რაც დაჯდა რეგიონებში, ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ჩვენი კანდიდატები ამ 20 მუნიციპალიტეტში პირველ ტურში ვერ გავიდნენ. ამის ანალიზი გავაკეთეთ ჩვენ უკვე და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ ყოფილიყო აი ეს ღალატის ისტორია, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შეიძლებოდა- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)