|
2021-10-03 02:49:41, 899 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისში „ქართულ ოცნებას“ - 52,54%, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 29, 45%, „საქართველოსთვის“ კი 5,71% აქვს
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისში „ქართულ ოცნებას“ – 52,54%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 29, 45%, „საქართველოსთვის“ კი 5,71% აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საარჩევნო ოქმების მიხედვით, არჩევნების პირველადი შედეგები ვებპორტალზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება. „გვინდა, გაგაცნოთ არჩევნების პირველადი შედეგები საარჩევნო ოქმების მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ უბნებიდან და როგორც დღეს დავაანონსეთ, ეს მონაცემები განთავსებულია შესაბამის ვებპორტალზე, რომლის ნახვა შეუძლია ნებისმიერი მოქალაქეს. ამ ვებპორტალზე 10-წუთიანი ინტერვალებით განახლდება ინფორმაცია და საბოლოო ჯამში 2-3 საათში სრულად იქნება ინფორმაცია წარმოდგენილი არჩევნების შედეგებზე. ამ ეტაპზე ჯერ არის თბილისის შედეგები წარმოდგენილი, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქებში უფრო მეტი დრო სჭირდება შედეგების დათვლას. დათვლილია 544 უბანი, 3 743 უბნიდან ეს არის საარჩევნო უბნების 14,53%. მთლიანობაში დათვლილია დაახლოებით 139 000 ხმა და შედეგები არის შემდეგი: „ქართული ოცნება“ – 52,54%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 29, 45%; „საქართველოსთვის“ 5,71%. სხვა პარტიებს აქვთ უფრო დაბალი შედეგი. ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა დაახლოებით „ტელე-იმედის“ და „გორბის“ მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, როგორც მოგეხსენებათ 47,6% იყო მათ მეირ გამოცხადებული ეგზიტპოლის შედეგები. რაც შეეხება თბილისის ეგზიტპოლს, შედეგი, რომელიც იყო გამოცხადებული, 51,3%, რაც ორ რამეზე მიანიშნებს, ერთი იმაზე, რომ კახა კალაძემ დამაჯერებლად მოიგო დიდი უპირატესობით არჩევნები თბილისში, მეორე ტურის საკითხს რაც შეეხებაა, ცდომილება არის 3% აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას. შესაძლებელია, ასეც და ისეც. ხმების დათვლის საფუძველზე გვეცოდინება საბოლოო სურათი. რაც შეეხება პარტიულ შედეგებს ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი მოლოდინია, რომ იმ ფარგლებში იქნება წარმოდგენილი საბოლოო პარტიული შედეგები, რაც იქნა გამოცხადებული კომპანია „გორბის“ მიერ. ამომრჩეველმა გააკეთა თავის არჩევანი და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნდობის მაღალი მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“. ჩვენ გვაქვს მონაცემები რეგიონებიდან და შეიძლება ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში 80% მაინც, პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები, სხვა შემთხვევებში შეიძლება იყოს მეორე ტურები, წინასწარი მონაცემები ისეთი, რომ არც ერთ მათგანს არ გაუჭირდებოდა მოგება. ძალიან მაღალი ალბათობით 64-ვე მერი იქნება ქართული ოცნების წარმომადგენელი“, – განაცხადა კობახიძემ.
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)