|
2021-10-02 17:25:20, 511 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - მე მივიღე მონაწილეობა რეფერენდუმში, ეს ნიშნავს რომ მე მივეცი ხმა ოპოზიციურ ძალებს
მე მივიღე მონაწილეობა რეფერენდუმში, რომელიც ეხებოდა საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მივეცი ხმა იმას, რომ დამთავრდეს სიღარიბის, უიმედობის, შანტაჟით მართვის ჭაობი და ცოტა მაინც სუფთა წყალი შემოვიდეს ამ სისტემაში. აი ამას მივეცი ხმა, ეს ნიშნავს რომ მე მივეცი ხმა ოპოზიციურ ძალებს.- ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქართული საზოგადოება ამ დღეებში ძალიან ნათელ პასუხს გასცემს არსებულ ვითარებას. „მე მივიღე მონაწილეობა რეფერენდუმში, რომელიც ეხებოდა საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მივეცი ხმა იმას, რომ დამთავრდეს სიღარიბის, უიმედობის შანტაჟით მართვის ჭაობი და ცოტა მიანც სუფთა წყალი შემოვიდეს ამ სისტემაში, აი ამას მივეცი ხმა, ეს ნიშნავს რომ მე მივეცი ხმა ოპოზიციურ ძალებს. ეს არჩევნები, არის რეფერენდუმი,იმისთვის, რომ შანტაჟით, მოტყუებით და ძალადობით მართვას ქართვულმა საზოგადოებამ გამოუტანოს განაჩენი. [...] მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ეტყვის უარს, იმას სადამდეც ჩვენ მივედით აღარ არის სასაცილო ის თუ როგორ სახელმწიფოშიც ვცხოვრობთ და აღარც ის, რა მეთოდებითაც ცდილობს ეს ჯგუფი მართოს ქვეყანა. მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება ამ დღეებში ძალიან ნათელ პასუხს გასცემს არსებულ ვითარებას“- განაცხადა მარგველაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მისი წინამორბედის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასაც გამოეხმაურა, როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, სიტუაცია ანეკდოტურია, რადგან სააკაშვილი უნდა გაასამართლოს მურუსიძემ ,იმითვის, რომ მან შექმნა მურუსიძე. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპელი პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საქმეში და სააკაშვილი მიიღებს სამართლიან სასამართლოს, საქართველოს ფარგლებს გარეთ. „9 წლის წინ მე მეგონა ჩამოვაყალიბებდით ისეთ სახელმწიფოს, რომელსაც ექნებოდა უფლება სააკაშვილისთვის კითხვები დაესვა , დღეს ეს არის ფაქტიურად ანიგდოტი. დააკვირდით ვითარებას, სააკაშვილი უნდა გაასამართლოს მურუსიძემ, იმითვის, რომ მან შექმნა მურუსიძე - ეს არის ანეგდოტი, ანეგდოტი, რომელიც იურისპუნციის სახელმძღვანელოებში იქნება ნასწავლი. პრეზიდენტს გაასამართლებს ის სასამართლო, რომელიც მან შექმნა. ასეთი ანეგდოტური ვითარებაა დღეს საქართველოში . ძალიან სამწუხაროდ იმ სასამართლოს, რომელსაც დღეს ქართული სახელმწიფო ქმნის არანაირი უფლება არ აქვს დაუსვას მას კითხვა, თუმცა ჩვენ შეგვეძლო შეგვექმნა, ისეთი სახლემწიფო ,რომელსაც ექნებოდა საშუალება დაესვა კითხვები სააკაშვილისთვის. მარგველაშვილი შეწყალების საკითხსაც გამეხმაურა და განმარტა, რომ შეწყალება განმუხტავს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას. „ შეწყალება შეიძლება იყოს პოლიტიკური აქტი და შეწყალება შეიძლება იყოს განმუხტვის საშალება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ბედის სირთულე მდგომაროებს იმაში ,რომ მას ასამართლებს ის სახელმწიფო, რომელსაც მისი გასამართლების მორალური უფლება არ გააჩნია, მე იმედი მაქვს , რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩაერთვებიან ამაში და სავარაუდოდ სააკაშილი მიიღებს სამართლიან სასამართლოს საქართველოს ფარგლებს გარეთ "- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)