|
2021-10-01 23:19:23, 842 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრებს შეხვდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური სარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს. „15-მდე ქვეყნის დელეგატს ცესკოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა სიახლეებზე, რაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირველად განხორციელდება, მათ შორის ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებაზე, კრწანისის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ საპილოტე პროექტსა და საარჩევნო კაბინების განახლებულ დიზაინზე. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“ ნათქვამია განცხადებაში
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)