|
2021-10-01 12:38:23, 580 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - უმნიშვნელოა სად არის სააკაშვილი, ფაქტია ივანიშვილის რეჟიმმა კრახი განიცადა
„ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მიმართა. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა. „მე მინდა ყველას მივმართო, მიუხედავად იმისა თუ რა დამოკიდებულება აქვთ ზოგადად ოპოზიციასთან ან სპეციფიკურად მიხეილ სააკაშვილთან, მანდაც დიდი სპექტრია განსხვავებების, იმიტომ რომ მრავალფეროვანია ოპოზიცია და მრავალფეროვნები არიან ჩვენი ამომრჩევლები. რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ამ მოვლენებზე, გარდა ივანიშვილის რეჟიმის კომიკური ასპექტებისა, ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. მოხსნან დღის წესრიგიდან ისეთი სამარცხვინო სადისკუსიო ამბავი, რასაც ხშირად ვაწყდებით ხოლმე და რასაც დღეს ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ეს არის ჩვენი მოწოდება. იქამდე რა პოზიციაც მქონდა მე, იგივე მაქვს დღესაც. იმის მიუხედავად, სად არის სააკაშვილი, რაც ჩემთვის უცნობია, ჩვენი ამოცანაა ამ უაღრესად სახიფათო რეჟიმი ჩვენი ხმის გამოყენებით მოვხსნათ. ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა, როცა საქმე ეხება თუნდაც რაიმე სახით კანონის დაცვას ან ეფექტურ მმართველობას. ჩემთვის ეს სიახლე არ არის““ - განაცხადა ბოკერიამ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, სადაც მისი თქმით იგი ბათუმში იმყოფება.
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)