|
2021-09-30 19:59:03, 519 ნახვა
პოლიტიკა
ტიტე აროშიძე - მოვუწოდებ ყველა პასუხისმგებელ პირს და ამომრჩეველს უზრუნველყონ არჩევნების მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარება
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო გარემოზე და არჩევნების დღეს მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა და ამომრჩეველს, კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს და ყველას და ვინც ჩართულია საარჩევნო პროცესებში, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა.- ამის შეესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს „როგორც მოგეხსენებათ, თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა ორი დღე, ფაქტიურად არჩევნების წინასაარჩევნო პროცესი მთლიანად ძალიან მშვიდ გარემოში წარიმართა. ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩევნების დღეს, რა თქმა უნდა იყოს სიმშვიდე და შესაბამისად მობილიზებულია როგორც ამომრჩეველი, ასევე მთლიანად კომისიები, იმისათვის რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად - განაცხადა ტიტე აროშიძემ. მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იგეგმება პროვოკაციული ქმედებები და მაქსიმალურად შეეცდებიან სარჩევნო უბნებზე სიტუაციის არევას. დაზუსტებული ინფორმაციით არის უბნები, სადაც ნაციონალური მოძრაობა ისევ პოლიტიკურად ბინძურ მეთოდებს იყენებს. როგორც ტიტე აროშიძემ განაცხადა, პროვოკაციების მოწყობა და უბნების ჩაშლა არის კანონმდებლობით დანაშაული და მათ შესაბამისი პასუხი გაეცემათ. „მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩეველს, ასევე კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს და ყველას და ვინც ჩართულია საარჩევნო პროცესებში, უზრუნველყონ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჩატარება მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე"-განაცხადა ტიტე აროშიძემ.
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)