18:23 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 11:56:49, 684 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე - თუ ჩამოვა დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ

ბავშვი არ დაბადებულა სახელს არქმევდნენო, თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს, თუ ჩამოვა დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილს არ სჭირდება 100 000 კაცი, მას სჭირდება მინიმუმ 10 პოლიციელი, გამოცდილი კაცი, რომელიც მას დააკავებს.

„არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია, სამოქალაქო დაპირისპირება დაანონსეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა როდესაც თქვეს, რომ ხელს შეუშლიან სააკაშვილის დაკავებას. მე ზოგადად ვთქვი, რომ ოპოზიციას არ შეუძლია, არ ძალუძს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც კი. პიკის დროს, ყველაზე მთვარი კულმინაციური მომენტი როცა იყო ივლისის, მათ 5000-ზე მეტი მხარდამჭერის მობილიზება ვერ შეძლეს. ამის საპასუხოდ მე ვთქვი, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია ერთ საათში და მინიმუმ 100 000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაცია ნებისმიერ დროს განვახორციელოთ. სააკაშვილს არ სჭირდება 100 000 კაცი, მას სჭირდება მინიმუმ 10 პოლიციელი, გამოცდილი კაცი, რომელიც მას დააკავებს, თუ ჩამოვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics