13:03 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 11:17:38, 367 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სახალხო დამცველთან - ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, ომბუდსმენის მოადგილე - გიორგი ბურჯანაძე.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ბოლო დროს დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახალხო დამცველმა საარჩევნო პერიოდში შესაძლო დარღვევებზე ინფორმაციის გაზიარების და მყისიერი რეაგირების მიზნით აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics