|
2021-09-29 13:04:22, 602 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ძალაუფლების დათმობა მარტივი არ არის, არც „ენმ“-ს უნდოდა და არც „ოცნებას“ უნდა
ძალაუფლების დათმობა მარტივი არ არის, არც მოქალაქეთა კავშირს უნდოდა ძალაუფლების დათმობა არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც "ქართულ ოცნებას" უნდა. - ამის შესახებ "გირჩი მეტი-თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიური პარტიების ერთობლივ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემო არ არის და ოპოზიციური ძალები ერთი პოლიტიკური ძალის დამარცხებას აპირებენ. "არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რა განცხადებას აკეთებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. დღეს არავინ ძალაუფლებას მარტივად არ თმობს მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, სადაც ძალაუფლება ძალიან უყვართ და ტრადიცია გვაქვს ასეთი, რომ ძალაუფლების დათმობა მარტივი არ არის. არც მოქალაქეთა კავშირს უნდოდა ძალაუფლების დათმობა არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც "ქართულ ოცნებას" უნდა. ყველა ეს ძალა ბოლო მომენტამდე ცდილობდა საკუთარი პარტიული სტრუქტურების და მხარდამჭერების გამხნევებას, რომ ისინი რჩებოდნენ ხელისუფლებაში. არ მინდა რომ ვინმეს განცდა ქონდეს, რომ ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც არჩევნები ტარდება ნორმალურად. ჩვენ ამ არჩევნებში ოპოზიციური ძალები ვაპირებთ ერთი პოლიტიკური ძალის დამარცხებას. ნორმალური გარემო ჩვენს ქვეყანაში ახლა არ არის, საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში არის სერიოზული პრობლემა, რეგიონებში ყიდულობენ ხმებს , სუსს ჰყავს დაშინებული ხალხი და ჩვენ არ გვეძლევა საშუალება რეგიონში ჩავიდეთ და ადამიანებს შევხვდეთ. რაიონებში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც გაბედავს და მოვა და ოპოზიცურ ლიდერს დაელაპარაკება და ეს არის მაგალითი იმისა თუ როგორ მუშაობს სუსი." - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)