|
2021-09-29 10:36:42, 523 ნახვა
პოლიტიკა
მარინა კალიურანდი - დიპლომატების მოსმენის საკითხი პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე ვერ ჩაივლის
ევროკავშირი სათანადო ზომებს მიიღებს და საქართველოს მთავრობას სთხოვს, იპოვოს დამნაშავეები, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სუს-ის ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა. „პირველ რიგში, გარდა კანონიერი საჭიროების შემთხვევებისა, ასეთი მოსმენები მიუღებელია. საინტერესოა ის, რომ ერთი კვირის წინ ევროპის პარლამენტში „პეგასუსის“ საქმეზე გვქონდა დისკუსიები და ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად უპატიებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უკანონო თვალთვალი და რამდენად დიდ დარტყმას აყენებს ეს დემოკრატიას. იგივე შემიძლია ვთქვა საქართველოზეც. იმ ადამიანებმა, რომლებიც ამაში დამნაშავეები არიან, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. არ არსებობს არანაირი გამართლება იმისა, რომ ვინმემ საქართველოს პოლიტიკოსებზე თუ ევროპელ დიპლომატებზე იჯაშუშოს. ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით სათანადო ზომებს მიიღებს და საქართველოს მთავრობას სთხოვს იპოვოს დამნაშავეები და მას პასუხი აგებინოს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა. მანვე დასძინა,რომ დიპლომატების მოსმენა დამტებითი ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე ვერ ჩაივლის. „ამ ეტაპზე რთულია ჩემთვის რაიმე კონკრეტული ვთქვა, რადგან ეს მხოლოდ სპეკულაცია იქნება. როგორც თქვენ ახსენეთ, ერთ-ერთი ნაბიჯი ბრიუსელში საქართველოს ელჩის ევროკავშირის სათაო ოფისში განმარტებების გასაკეთებლად გამოძახება იყო. ახლა ევროკავშირი ელოდება იმაზე დამატებით განმარტებებს, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინა არის ამაზე პასუხისმგებელი და რის გაკეთებას აპირებს საქართველოს მთავრობა ამ საქმესთან დაკავშირებით. იმიტომ რომ, ეს ასე, დამატებითი ნაბიჯების და პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე ვერ ჩაივლის. საქართველოს მთავრობამ უნდა გაარკვიოს რა მოხდა რადგან საქართველო დემოკრატიაა და მთავრობამ დემოკრატიის ასეთ დარღვევაზე რეაგირება უნდა გააკეთოს“, - დასძინა კალიურანდმა.
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)