15:59 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 15:07:39, 544 ნახვა

საზოგადოება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წევრებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა იროდი უგრეხელიძემ და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა მელვუდ ბარლიანმა სოფელ რაჭისუბანში მდებარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალთან ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი  დაბა კაზრეთის, სამების სახელობის ეკლესიის წინამძღოლმა მამა  ლაზარე რეხვიაშვილმა გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულ მეომართა ოჯახებს ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწიათ.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ომში მონაწილეობას 281 მეომარი იღებდა, მათგან 10 გმირულად დაიღუპა, 13 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

შეგახსენებთ, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელი სამხედროს, ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. დაღუპული მეომრის ოჯახის გადაწყვეტილებით, ლევან მემანიშვილის ნეშტი, მის მშობლიურ ქალაქ ბოლნისში, სამხედრო პატივით  წელს დაიკრაძალეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics