02:58 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 14:10:44, 718 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ – ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროექტი შედგეს, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქმე დავამდე არ მივიდეს და საკითხი მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს. - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "ნამახვაჰესის" პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით,  პროექტი შესაძლოა უკეთესი პირობებით განხორციელდეს.

"ვინაიდან დღეს არის ვითარება, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რათა შესაძლო დავის შემთხვევაში, ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქმე დავამდე არ მივიდეს და საკითხი მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს. კვალავაც ვადასტურებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია “ნამახვანის“ პროექტი და ზოგადად, ქართული ენერგეტიკა, ქართული ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. აქედან გამომდინარე ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. შეიძლება განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან პირობების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics