|
2021-09-27 14:06:58, 755 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი- მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის ჩვენს სახელმწიფოშიც
მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „თუ მხედველობაში გაქვთ ის ფაბრიკაცია, რომელიც თქვენ და „ტვ პირველმა" გაავრცელეთ, ამის თაობაზე მე გავაკეთე ერთხელ უკვე კომენტარი და მეორედ აღარ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე. რაც შეეხება მოსმენებს- მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურის თქმით, კითხვაზე, გავრცელებული ჩანაწერები იყო თუ არა კანონის ფარგლებში მოპოვებული, პასუხს გამოძიება გასცემს. „კითხვაზე, გავრცელებული ჩანაწერები იყო თუ არა კანონის ფარგლებში მოპოვებული, პასუხს გამოძიება გასცემს. გამოძიებამ უნდა მოახდინოს იდენტიფიცირება, შეისწავლოს ავთენტურობა, უნდა შეისწავლოს გავრცელებული ფაბრიკაციები და მოახდინოს ანალიზი, რა იყო რეალურად ფაბრიკაცია რა ნამდვილი ჩანაწერი. ამას დრო და ანალიზი სჭირდება. ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩანაწერის ნამდვილობა უარყო. იმდენად არასერიოზული და ტყუილის შემცველი ჩანაწერები იყო, რა თქმა უნდა, ეჭვი არ გვეპარება, რომ ფაბრიკაციაა. მით უმეტეს, ვიცით რა სააკაშვილის ხელწერა, ბუნებრივია, ჩვენ ველოდებოდით, რომ ეს იყო რა თქმა უნდა, დიდი სიყალბე, ეს იყო ორგანიზებული შეტევა სახელმწიფოზე",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)