19:27 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 12:44:43, 807 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი – საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში

ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას და არა მხოლოდ, არამედ ჩვენს პარტნიორებს, ყველას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში.

„ჩვენი მოტივაცია და ამბიციაა, რომ მართლაც სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ ახლაც და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება, ისე, რომ შემდეგი 3 წელი ქვეყანაში აღარ იყოს შემდგომი რყევები, ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომლის მოწყობა ჩვენს ოპონენტებს სურთ.
ვუყურებთ, რომ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში. ჩვენმა პარტიამ ყველა მუნიციპალიტეტში ჩაატარა უმაღლეს დონეზე, უმაღლესი სტანდარტით, საარჩევნო კამპანია. ჩვენს ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაციები მოაწყონ. რა თქმა უნდა, ერთი-ორი გამონაკლისი იყო, ძალიან სამწუხაროა ძალადობის ფაქტები და მე ამის თაობაზე საჯაროდაც განვაცხადე და გავავრცელე განცხადება. დმანისის მოვლენების თაობაზე მინდა აღვნიშნო რამდენიმე სიტყვით, რომ მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მნიშვნელობა არ აქვს ვისგან იყო ეს პროვოცირებული და დაგეგმილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალადობას და ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და ამის თაობაზე ჩვენმა პარტიის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება, რომ მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავიაროთ ეს რამდენიმე დღე. სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე, ამიტომ, ჩვენ მშვიდად, მობილიზებულად, ძალიან მტკიცედ უნდა ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები.
დმანისთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე კომენტარი, პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, დაკავებული არის პიროვნება, რომელიც, სხვათაშორის, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ იგი მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, თუმცა, ეს ყველაფერი უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და რამდენიმე დღე მოვითმინოთ", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics