16:53 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 16:56:47, 676 ნახვა

საზოგადოება
ქედაში ლიტერატურული კონკურსი „პეგასის“ მესამე ეტაპი გაიმართა

ლიტერატურული კონკურსი ,,პეგასის“ მესამე ეტაპი დაბა ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში გაიმართა, სადაც კონკურსანტებმა წარმოადგინეს ადგილზე შექმნილი ნაწარმოები პროზასა და პოეზიაში.-აღნიშნულ ინფორმაციას ქედის მერიის პრესსასმახური ავრცელებს.

მათივე ცნობით,  ნაწარმოების შექმნისთვის მონაწილეებს დრო სამი საათი ჰქონდათ.

"მეოთხე ტური გაიმართება 26 სექტემბერს 12: 00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, შუახევის პრინციპით და აქ უკვე ჟიური ფინალისტებს გამოავლენს.

2️8 სექტემბერს, ფინალის საუკეთესო ათეულში გასულები გაემგზავრებიან ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ამავე ათეულში შევლენ გამარჯვებულები, რომლებიც ,,პეგასი 2021" -ს და ხუთ ნომინაციას გადაინაწილებენ:

1) პატრიოტული

2) დიალექტური

3) რომანტიკული

4) კრეატიული

5) კლასიკური

გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება პეტრას ციხეზე 2️8 სექტემბერს 14:00 საათზე. პროექტის მიზანია დამწყები შემოქმედების გამოვლენა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა. ასევე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ხუთივე მუნიციპალიტეტში. ფინალისტებისთვის საჩუქრად გამოიცემა ბროშურა-,,პეგასი 2021" რომელშიც შევა მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები. ქედაში ღონისძიებას ქედაში ორგანიზებას განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური უწევდა, რომელსაც ქედის მერი ლევან გორგილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე და ორგანიზატორები ესწრებოდნენ."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics