|
2021-09-23 13:01:31, 851 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ კვლევით, თბილისში კალაძეს 57.9% უჭერს მხარს, მელიას 27.8%, გახარიას - 5.3%
„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძე ლიდერობს. როგორც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, კახა კალაძეს გამოკითხულთა 57.9% უჭერს მხარს, ნიკა მელიას 27.8%, ხოლო გიორგი გახარიას 5.3%. გიორგი ამილახვარის შეფასებით, კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგოს. „კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა; კახა კალაძე-„ქართული ოცნება“-57.9% ნიკანორ მელია -„ნაციონალური მოძრაობა“-27.8% გიორგი გახარია-„საქართველოსთვის“-5.3% ანა ბიბილაშვილი-„ლელო“-2.5% გიორგი ლომია-„პატრიოტთა ალიანსი“-2.1% ანა დოლიძე-„ხალხისთვის“-1.6% თამარ კეკენაძე_“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“-0.6% მიხეილ ქუმსიშვილი-„ლეიბორისტული პარტია“-0.5% სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა 1.7%. კახა კალაძის რეიტინგი წინა პერიოდის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კიდევ გაიზარდა. ჩვენი მოლოდინების გამართლდა. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას და შესაბამისად, რეიტინგც მზარდია. როგორც ხეედავთ, კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგოს“,-განაცხადა გიორგი ამილახვარმა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2792 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია 3%.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)