|
2021-09-23 11:26:45, 453 ნახვა
საზოგადოება
უამნინდობის გამო ბათუმის მერიისა და 112-ის ცხელ ხაზზე, ბოლო მონაცემებით, 400-მდე ზარი შევიდა
ბათუმში გადაუღებელმა წვიმამ ასზე მეტი ოჯახი დატბორა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და დაზიანებულია კომერციული ობიექტები. ბათუმის მერიისა და 112-ის ცხელ ხაზზე, ბოლო მონაცემებით, 400-მდე ზარი შევიდა. დაზარალებულია 100-ზე მეტი ოჯახი. ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყერის შედეგად შვიდი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. სოფელ ფერიაში ერთი სახლი მთლიანად დაინგრა, სამი კი, საცხოვრებლად უვარგისია. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა მხოლოდ ერთი 33 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას რეფერალურ საავადმყოფოში ფეხზე ქირურგიული ოპერაცია უტარდება. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, სანიაღვრე სისტემის პარალიზება სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია, რის გამოც სისტემის გამტარუნარიანობა შეიზღუდა. უწყების ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება და გაჭედვა. განვითარდა მეწყრული პროცესები.
დონალდ ტრამპი: ირანს ძალიან ძლიერად დავარტყამთ, დიდხანს არ დაავიწყდებათ
დონალდ ტრამპი ირანს ძალიან ძლიერად დავარტყამთ, დიდხანს არ დაავიწყდებათ
NYT: დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, ირანმა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმა გადაიფიქრა
უკრაინის საჰაერო დარტყმებმა Wildberry-ის საწყობების 15%-ზე მეტი გაანადგურა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)